
თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში "მალითაიასპორისა" და "ისტანბულის" მატჩის (0:2) დასრულების შემდეგ მსაჯებმა იჩხუბეს.
გასახდელში მთავარი მსაჯი ფირატ აიდინუსი ლაინსმენს იუსუფ ბეზდოგანს უკანალში ალამის გაკეთებით დაემუქრა და ჩხუბი ატყდა. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მუქარის გამო აიდინუსი შეიძლება სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.