დევიდ ბექჰემი: მესი და რონალდო გაისად "ინტერ მაიამიში"? არასდროს იცი, ფეხბურთში რა მოხდება

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემი არ გამორიცხავს, რომ ლიონელ მესიმ ან კრიშტიანო რონალდომ კარიერა MLS-ში, სწორედ მის საკუთრებაში მყოფ "ინტერ მაიამიში" გააგრძელონ.

"ინტერ მაიამი" MLS-ის გათამაშებას 2020 წლიდან შეუერთდება, მანამდე კი კლუბის პრიორიტეტული ამოცანა სტადიონის მშენებლობის დასრულება და შემადგენლობის ჩამოყალიბებაზე მუშაობაა.

"არასდროს იცი, ფეხბურთში რა მოხდება. ყველას აქვს სასურველი ფეხბურთელების სია და ყველა მუშაობს ამ მიმართულებით. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რა დონეზე თამაშობენ დღესაც 31 წლის მესი და 34 წლის რონალდო. იმ ასაკშიც კი, როდესაც სხვებისთვის კარიერის ბოლო წლები იწყება, ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან,
ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ მათი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

რონალდოს და მესის თამაშიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, რომ "იუვენტუსმა" და "ბარსელონამ" ისინი ახლა სადმე გაუშვას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ბექჰემმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული