არგენტინის ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა ლიონელ მესიმ, პაულო დიბალამ, ლეანდრო პარედესმა, ემანუელ მამანამ და ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს.
არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის ტექნიკურ სპონსორად კვლავ "ადიდასი" რჩება. ახალი მაისურებით არგენტინის ნაკრები 2019 წლის "კოპა ამერიკაზეც" ითამაშებს.
ფორმა არგენტინისთვის ტრადიციულ ცისფერ, ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.
პირველ მატჩს ახალი მაისურებით არგენტინის ნაკრები 22 მარტს, ვენესუელის წინააღმდეგ გამართავს.
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მადრიდის "რეალის" ბაზაზე ივარჯიშა
მარადონა: არგენტინელები მესით ვამაყობთ, მაგრამ რონალდო მხეცია
პლუს მესი, მინუს აგუერო და იგუაინი - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია