უკრაინის ნაკრების ბრაზილიელი თავდამსხმელი: ზეპირად ვიცი უკრაინის ჰიმნი

AutoSharing Option
"შახტარის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟუნიორ მორაესმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს და ამაზე კომენტარი გააკეთა.

"თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი. ოჯახმა მხარი დამიჭირა.

მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა თბილად მიმიღეს. გუნდში კარგი ატმოსფეროა. რომელ სიმღერას ვიმღერებ "ნათლობაზე"? ჯერ არ ამირჩევია.

ისე, საშინელი ხმა მაქვს, მაგრამ უკრაინის ჰიმნი ზეპირად ვიცი და განსაკუთრებული გრძნობით ვასრულებ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბრაზილიელები ცოტას წაუაფერისტებენ
შაკო
09:28 20-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული