"შაპეკოენსეს" ტრაგედიის დროს გადარჩენილი ჟურნალისტი ფეხბურთის თამაშის დროს გულის შეტევით დაიღუპა

AutoSharing Option
2016 წელს ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, "შაპეკოენსეს" თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს გადარჩენილი ჟურნალისტი რაფაელ ჰენზელი ფეხბურთის თამაშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

მან გულის შეტევა 26 მარტს მიიღო, როდესაც მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაფაელ ჰენზელი ერთ-ერთი იყო იმ 6 ადამიანიდან, რომელიც 2016 წელს მომხდარ ტრაგედიას გადაურჩა, როდესაც ავიაკატასტროფას 71 ადამიანი, მათ შორის, "შაპეკოენსეს" 19 ფეხბურთელი შეეწირა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული