გიორგი წიტაიშვილი: მე კი გავიტანე ნაკრებში გოლები, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ

AutoSharing Option
უკრაინის 19-წლამდე ნაკრებიდან დაბრუნებულმა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა.

"მშვენიერ ხასიათზე ვარ, მინდა მალე ვითამაშო და "დინამოს" დავეხმარო. ემოციები? გამოცდილება მივიღეთ, შედეგს კი ვერ მივაღწიეთ. ეგ არაფერი.

ელიტ-რაუნდის სამივე მატჩში გატანილი გოლები? მე კი გავიტანე, მაგრამ გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ (შახტართან) ვთქვი, რომ თუ გუნდი ვერ იმარჯვებს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. შეიძლება 5 ან 10 გოლი გაიტანო, გუნდმა კ ვერ გაიმარჯვოს.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე შეხვედრა ძალიან რთული იყო. თავად დავკარგეთ ქულები. სერბების დამარცხების შემთხვევაში,
შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. იტალიასთან წავაგეთ, ხოლო ბელგიასთან მაგრად ვითამაშეთ. არა უშავს, წინ გამარჯვებები გველის.

ახალი მწვრთნელის, სერგეი ნაგორნიაკის ხელმძღვანელობით პირველი მატჩები ჩავატარეთ, მასაც გაუჭირდა. მასთან მუშაობა ძალიან მომეწონა. გვითხრა, რომ დაგვაკვირდება და წარმატებები გვისურვა.

მთლიანობაში ყველაფერი კარგადაა. მიკროტრავმები მაქვს, რამდენიმე დღეში მწყობრში ჩავდგები. კარგად ვარ მზად, ყველას გვინდა თამაშები დაიწყოს და თავი წარმოვაჩინოთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
შეგარცხვინათ ღმერტმა ბიჭებო ჩვენებს გეუბნებით ჩაკვეტაძეს არაბიძეს კაკაბაძეს არველაზეს ხარაბაძეს ოქრის. ძველ გულიანებს არუნდა თქმა კვირკველიას და კანკავას.თუ არ დაანახოთ ამნაერებს და სხვებსაც,რომ საქართველოს ნაკრები სუსტია არააა და სისიხლს დაგვრის სტადინზე დ არა დანებდება არავის როგორც ტაბიძე, დასისხლული ტამაშობდა.ესაა მთავრი თორე მარცხი ყველას მოდის,იყავით პროფესიონალები თორე ნიჭი გაქვთ. გახსოვდეთ,რომ საქართველოს წარმოადგენთ.და თქვენი ნიჭი მარტო თქვენი არაა.მეტიც ჩვენი უფოროა გულშემატკივრის და ქვეყნის.მოტოკეთ ტქვენი ხასიათები ივარჯიშეტ დაუზოგავთ გაგვახარეთ ამ დაქცეულ ქვეყანასი სადც ყოველდგე ხალხი Fიქრობს ოჯახში რა მიიტანოს.ამის მიუხედავათ ველოდებით იმ 90 წუთს მოუთმენლად სადც ქვეყნის ჰიმნი გაიშღერებს.დ ა დაგვავიწყებს ყველა პრობლემას თქვენი თამაში. და გამარჯვება სიხარულს მოგვიტანს.
mosexoneli
08:32 29-03-2019
28
უკრაინის გერბი არსად დაგეკარგოს წიტაშენკო
Ultranationalist
02:51 29-03-2019
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული