
მეტად და მეტად უცნაური შემთხვევა მოხდა არგენტინაში.
არგენტინის სუპერლიგის 24-ე ტურში "რასინგი" "ტიგრეს" დაუზავდა (1:1) და მეთვრამეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
TNT Sports-ის ცნობით, გაბრიელ არანდამ საყვარელი გუნდის მიერ ოქროს მედლების მოპოვება ოდიოზურად აღნიშნა - თავისი ბაბუის საფლავი ამოთხარა და მისი თავის ქალა საჩემპიონო ზეიმზე მიიტანა.
თურმე, არანდას ბაბუაც "რასინგის" თავგადაკლული ფანი იყო.