"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გერმანიის ბუნდესლიგაში მუშაობის სურვილი გამოთქვა.
"ამ ქვეყანაში ჯერ არ მიმუშავია. რატომაც არა? ვნახოთ. ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე კლუბთან ერთადაც გავიმარჯვო და მეხუთე ქვეყანაში მოვიპოვო ჩემპიონის ტიტული.
მაგრამ სურვილი ყოველთვის ვერ აგისრულდება, ჩემი ამბიციები ამ პატარა ახირებით არ შემოიფარგლება", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოურინიო გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება მოურინიოს მომავალს მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებს.
მომზადებულია record.pt-ს მიხედვით
"ფრანს ფუტბოლმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები დაასახელა
Footmercato: "ბაიერნი" სერიოზულად განიხილავს მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას
პოლ პოგბა: სოლსკიაერმა "იუნაიტედს" მოურინიოს დროს დაკარგული თავისუფლება დაუბრუნა
ლუი ვან გალი: სოლსკიაერსა და მოურინიოს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა - სოლსკიაერი იგებს