"სანის" ცნობით, პსჟ "მანჩესტერის" მეკარის დავიდ დე ხეას შესაძენად უკან არაფერზე არ დაიხევს.
გამოცემის მტკიცებით, დე ხეა "მანჩესტერს" კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 24 მილიონ ევროს სთხოვს, "მანიუ" კი მხოლოდ 21 მილიონის გადახდაზეა თანახმა.
სამაგიეროდ პსჟ-მ განაცხადა დე ხეას მოთხოვნილი ხელფასის გადახდაზე თანხმობა.
ამ სეზონში დავიდმა "იუნაიტედში" 39 მატჩში 48 გოლი გაუშვა.
დე ხეას მანკუნიანურ კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის გაყიდვას არ აპირებენ - ურჩევნიათ მომავალ წელს უფასოდ გაუშვან.