სოჭში გადამუშავებული ერთჯერადი ჭიქებისგან დამზადებული მოედანი გახსნეს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ სოჭში გადამუშავებული ერთჯერადი ჭიქებისგან დამზადებული მოედანი გაიხსნა.

21-ე საუკუნეში ყველამ იცის, რომ პლასტიკი ნაგავი არაა და მისი მეორედ გამოყენებაც შეიძლება. პლასტიკური ბოთლებისგან ტანსაცმელსა და ბურთებსაც კი ამზადებენ, სოჭის ოლიმპიურ პარკში კი უჩვეულო და შთამბეჭდავი კონსტრუქცია გამოჩნდა - საფეხბურთო მოედანი, რომელიც გადამუშავებული პლასტმასის ჭიქებისგან არის დამზადებული.

65 მეტრის სიგრძის და 42 მეტრის სიგანის მოედნის დასამზადებლად 50 000 ერთჯერადი ჭიქა (დაახალოებით 2500 კილოგრამი) დაიხარჯა, რომელიც ქალაქში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შემდეგ შეგროვდა. ჭიქები გრანულებად გადააქციეს, შემდეგ ამ გრანულებიდან ძაფები
დაამზადეს, ძაფებისგან კი მოედნის საფარი შეიქმნა.

პროექტი მსოფლიოში ლუდის მწარმოებელმა უმსხვილესმა კონცერნმა AB InBev Efes-მა (Bud, Stella Artois, Hoegaarden და სხვები) განახორციელა, მისმა ღირებულებამ კი 150 ათასი დოლარი შეადგინა.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კომპანიამ მუნდიალის ლოგოთი 3 მილიონი ერთჯერადი ჭიქა დაამზადა. მათი 85% გულშემატკივრებმა სუვენირების სახით დაიტოვეს, დანარჩენი 15% კი კომპანიამ გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით შეაგროვა.

მოედნის გახსნას ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი დაესწრო.

„ფეხბურთის თამაში ყველგან შეიძლება, ასფალტზეც კი. მე ბევრჯერ მითამაშია ხელოვნურსაფარიან მინდორზე. ეს კარგი მოედანია, კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა იტალიელმა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

altბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დასრულდეს

altროგორ გამოიყურება ლონდონის "ტოტენჰემის" ახალი სტადიონი [VIDEO+PHOTO]

altსაჩხერეში ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა [PHOTO]

altქუთაისის "ტორპედოს" სტადიონის განახლებაზე ნახევარ მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული