გარი ლინეკერი "ბრექსიტზე": ეს ინგლისურ ფეხბურთს სერიოზულად დააზარალებს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ინგლისურ ფეხბურთს დამატებითი სირთულეები შეექმნება.

"რა თქმა უნდა, "ბრექსიტი" ინგლისურ ფეხბურთზეც აისახება. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ეს გავლენა. ზუსტად ეს გაუგებრობა ქმნის პრობლემას.

დასჭირდებათ თუ არა ინგლისში ჩამოსასვლელად ევროპელ ფეხბურთელებს ვიზები, როგორც ეს სხვა ევროპული ქვეყნების შემთხვევაში ხდება? უნდა დაამტკიცონ თუ არა მათ, რომ პრემიერლიგის დონეს აკმაყოფილებენ ან რომ ნაკრებში მატჩების გარკვეული პროცენტი აქვთ ჩატარებული?

პრობლემები ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც შეექმნებათ.
არადა, ძალიან ბევრმა უცხოელმა ფეხბურთელმა სახელი სწორედ ინგლისში გაითქვა - ნგოლო კანტე და რიად მაჰრეზი აქ ყოველგვარი სამუშაო ვიზის გარეშე ჩამოვიდნენ.

რა თქმა უნდა, პრემიერლიგა შეეცდება, ეს ცვლილებები მინიმუმამდე დაიყვანოს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ეს იურიდიულად? რამდენადაც მე ვიცი, კლუბების პრეზიდენტებიდან მხოლოდ ორმა დაუჭირა მხარი "ბრექსიტს", თუმცა ისინიც კი არ არიან უკვე ასეთი კატეგორიულები.

გარდა ამისა, პრობლემები ინგლისურ კლუბებსაც შეექმნებათ. ვინც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე თამაშობს, მათ საელჩოებში საბუთების შეტანა მოუწევთ?

რას იტყვით ათასობით გულშემატკივარზე? კენჭისყრები მატჩამდე 3-4 კვირით ადრე ტარდება. რამდენი მათგანი მოასწრებს საბუთების შეტანას და ვიზის მიღებას? ეს ყველაფერი ინგლისურ ფეხბურთს სერიოზულად დააზარალებს.

მე თავს ჭეშმარიტ პატრიოტად ვთვლი, მაგრამ პატრიოტიზმს თვითიზოლირებასთან არ ვაიგივებ", - განაცხადა ლინეკერმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული