
16 აპრილს, "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Instagram-გვერდი იუწყება, აღნიშნულ მატჩს უეფას დელეგატისა და მატჩის დირექტორის სტატუსით სფფ-ის თანამშრომელი ირაკლი ნიკაიძე უხელმძღვანელებს.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Instagram-გვერდი იუწყება, აღნიშნულ მატჩს უეფას დელეგატისა და მატჩის დირექტორის სტატუსით სფფ-ის თანამშრომელი ირაკლი ნიკაიძე უხელმძღვანელებს.
"დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას უეფას დელეგატისა და მატჩის დირექტორის სტატუსით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი ირაკლი ნაკაიძე უხელმძღვანელებს", - ვკითხულობთ სფფ-ის გვერდზე.
ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 1 კვირის წინ "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა და "ბარსელონას" გამარჯვებით (1:0) დასრულდა.