ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: სტუმრები სასწაულის იმედად არიან

AutoSharing Option
16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

დღეს გახდება ცნობილი იმ ორი კლუბის შესახებ, რომლებიც ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი
პირველი შეხვედრის შემდეგ უდიდესი უპირატესობა კატალონიელთა მხარესაა. ბევრი ამ წყვილში უპირატესობას "ბარსელონას" აძლევდა, ხოლო სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:0) "ბლაუგრანა" ერთპიროვნული ფავორიტია.

თუმცა ასე იყო მერვედფინალშიც, როდესაც "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ პსჟ-ს სტუმრად სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ბარსელონას" ფავორიტობას კიდევ ერთი მომენტი განსაზღვრავს: მასპინძელთა მოთამაშეები დასვენებულები არიან, გასულ ტურში ერნესტო ვალვერდემ "უესკას" წინააღმდეგ
(0:0) სათადარიგო შემადგენლობა გამოიყვანა. არ უთამაშიათ ლიონელ მესის, ჟერარდ პიკეს, ლუის სუარესს, სერხიო ბუსკეტსსა და სხვა ლიდერებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი პრემიერლიგაში ნამდვილი ომი აქვს, "წითელი ეშმაკები" ოთხეულისთვის იბრძვიან და ოლე-გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა გასულ ტურში "ვესტ ჰემთან" (2:1) სრული შემადგენლობით იასპარეზეს.

"ბარსელონას" დაუბრუნდა უსმან დემბელე, რომელმაც გასულ ტურში "უესკას" წინააღმდეგ ითამაშა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი დღევანდელ მატჩში ლუკ შოუ ვერ დაეხმარება, რომელმაც წინა მატჩი მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

პირველი შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერის" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ აღნიშნა, რომ "ბარსელონა" პსჟ არ არის, ამიტომ მასთან იმავე შედეგის ჩვენება ძალიან რთული იქნება. იგივე გაიმეორა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარკ ანდრე ტერ შტეგენმა.

ფაქტები
  • ამ კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 9 ოფიციალური მატჩი გამართეს და "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა (4 ფრე, 4 მარცხი).
  • "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 30 მატჩია არ დამარცხებულა (27 მოგება, 3 ფრე).
  • ლიონელ მესის 2013 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ გაუტანია.

16 აპრილი. კამპ ნოუ
ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00
შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, არტური, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დემბელე, სუარესი, მესი.
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა, დალოტი, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი, ფრედი, მაკტომინეი, პოგბა, მარსიალი, რაშფორდი, ლუკაკუ.
არ იქნებიან: ბაილი, ერერა, შოუ, ვალენსია (ყველა მანჩესტერი), რაფინია (ბარსელონა).
საეჭვოა: მატიჩი, ალექსის სანჩესი (ორივე მანჩესტერი), ვერმაელენი (ბარსელონა).

altმარკ-ანდრე ტერ შტეგენი "მანჩესტერთან" მატჩზე: "ბარსელონა" პსჟ არაა

altკრის სმოლინგმა ლიონელ მესისთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

altოუენ ჰარგრივზი: ასეთი "ბარსელონასი" ევროპაში არავის ეშინია

altრომელუ ლუკაკუ: ეს პსჟ არაა, "ბარსელონაა", უფრო მაღალი კლასის გუნდი



იუვენტუსი-აიაქსი
მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში "იუვენტუსმა" სტუმრად შედეგიანი ფრე ითამაშა, "აიაქსის" ჩამოწერას არავინ აპირებს.

მას შემდეგ, რაც ტენ ჰაგის შეგირდებმა მადრიდის "რეალთან" მოახერხეს, ყველას აქვს იმედი, რომ ჰოლანდიელებს კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ.

მასიმილიანო ალეგრიმ გასულ ტურში "სპალთან" კრიშტიანო რონალდო დაასვენა, მის გარეშე მოასპარეზე "იუვემ" კი წააგო (1:2) და ჩემპიონობის გაოფიციალურება ცოტა ხნით გადადო.

რაც შეეხება "აიაქსს", ტენ ჰაგის კლუბს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, რადგან ერედივიზიის გასულ ტურში ფრენკი დე იონგმა მოედანი ნაადრევად და კოჭლობით დატოვა და უცნობია, მოახერხებს თუ არა ის დღეს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას.

altფრენკი დე იონგმა მოედანი ნაადრევად და კოჭლობით დატოვა - უცნობია, ითამაშებს თუ არა "იუვენტუსთან"

გარდა ამისა, ჰოლანდიელებს მარცხენა მცველი ნიკოლას ტალიაფიკოც დააკლდებათ, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

"იუვენტუსს" კი მატიას პერინი დაუშავდა, თუმცა მიმდინარე სეზონში პირველი მეკარის ფუნქციებს ვოიცეხ შჩესნი ასრულებს. ამიტომ ეს "ბებერი ქალბატონისთვის" სერიოზული პრობლემა არ უნდა იყოს.

ფაქტები

  • "აიაქსს" "იუვენტუსი" ოფიციალურ მატჩში არასდროს დაუმარცხებია (3 ფრე, 4 მარცხი).
  • კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩატარებული 21 მატჩიდან 24-ჯერ აქვს გატანილი. "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 4-ჯერ აქვს მოგებული, მათ დღევანდელ მეტოქეს კი - 2-ჯერ.
  • ჰოლანდიელები ფინალში 2-ჯერ დამარცხდნენ, "იუვენტუსს" კი წაგებათა რეკორდი აქვს დამყარებული - 7 მარცხი ფინალში.


16 აპრილი. ალიანს სთედიუმი
იუვენტუსი-აიაქსი 23:00
შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი, კანსელო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო, ემრე ჩანი, მატუიდი, პიანიჩი, ბენრნანდესკი, კინი, რონალდო.
აიაქსი (4-3-3): ონანა, ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრუი, შონე, ვან დე ბიკი, დე იონგი, ტადიჩი, ნერეში, ზიეჩი.
არ იქნებიან: მანჯუკიჩი, კიელინი, კასერესი, პერინი (ყველა იუვენტუსი), ბანდე, ტალიაფიკო (აიაქსი).
საეჭვოა: დე იონგი (აიაქსი), დუგლას კოშტა (იუვენტუსი).


მკითხველის კომენტარები / 11 /
კობა.გრიზმანმა იუვეს თამაშის შემდეგ თქვა.მეზიზღება კრიშტიანოო.მაგის გადამკიდე ჩ.ლ ვერ მოვიგეო.რეალში ორჯერ ფინალში და ორჯერ პლეიოფებში გამომაგდოო,ახლა იუვედანო.როცა გუნდს ჭირდება იგი ტერმინატორი,გიორგი სააკაძე ხდება და მარტოს შეუძლია თამაშის მოგება.ხოლო მესის გუნდში ყველა ფეხბურთელი 100-150 მილიონიანი თუ არ თამაშობს ვერაფერს აკეთებს და პარტნიორებს აბრალებს.მაგალითი-არგენტინის ნაკრები 12 წლის განმავლობაში.ბარსა ვეღარ გაძღა იმდენ ფეხბურთელს ყიდულობს.
ამაშია საქმე
17:47 16-04-2019
11
პინალი. ბარსა-აიაქსი!
a.a.
16:31 16-04-2019
4

სიახლეები პოპულარული