19 აპრილს, კიევის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში პოლტავას "ვორსკლა" 5:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი წიტაიშვილმა (დინამო), სანდრო კობახიძემ და ანდრო გიორგაძემ (ორივე ვორსკლა) მიიღეს.
კობახიძემ პირველი ტაიმი ითამაშა, გიორგაძემ მეორე, წიტაიშვილი სასტარტოში იყო, ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
მან ნამატჩევს კლუბის საიტის ჟურნალისტს უთხრა, რომ მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ადვილი თამაში არ ჰქონდათ, რადგან დუბლებში ასეთი დატვირთვები არა აქვთ, მწვრთნელი ახალგაზრდების მიმართაც მომთხოვნი უნდა იყოს, გოლები ხშირად არ გააქვს, მაგრამ ბოლო დღეებში მწვრთნელი მარჯვენა ფეხით დარტყმაში ბევრს ავარჯიშებდა, ამან შედეგი გამოიღო და ახლა "შახტართან" მნიშვნელოვან შეხვედრაზე ფიქრობს.