გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აპრილს, კიევის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში პოლტავას "ვორსკლა" 5:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი წიტაიშვილმა (დინამო), სანდრო კობახიძემ და ანდრო გიორგაძემ (ორივე ვორსკლა) მიიღეს.

კობახიძემ პირველი ტაიმი ითამაშა, გიორგაძემ მეორე, წიტაიშვილი სასტარტოში იყო, ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

მან ნამატჩევს კლუბის საიტის ჟურნალისტს უთხრა, რომ მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ადვილი თამაში არ ჰქონდათ, რადგან დუბლებში ასეთი დატვირთვები არა აქვთ, მწვრთნელი ახალგაზრდების მიმართაც მომთხოვნი უნდა იყოს, გოლები ხშირად არ გააქვს, მაგრამ ბოლო დღეებში მწვრთნელი მარჯვენა
ფეხით დარტყმაში ბევრს ავარჯიშებდა, ამან შედეგი გამოიღო და ახლა "შახტართან" მნიშვნელოვან შეხვედრაზე ფიქრობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ჩემს ფეხებს, რუსები და უკრაინელები არ მაინტერესებს. გვარს მნიშვნელობა არ აქვს
4
ეეე , არადა ამის კრეატივი დახატავდა ჩვენი ნაკრების წინახაზს ეს, ჩაკვეტა, კვარაცხელიასიც მეიმედება, და არაბიძეც თუ გამოფხიზლდა.წარმატებებს ვუსურვებ სადაც არის,ეს მისი არჩევანია.ჟურნალისტებს ვთხოვ როდესაც ფეხბურთელი აირჩევს თავის სათამაშო "ეროვნებას", იმაზე აღარ უნდა წეროთ ქართული ფეხბურთის კონტექსტში... ტოჟე მნე ჯიქია..
kakakakaka
02:09 20-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული