იკერ კასილიასმა ვარჯიშზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მიიღო და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარემ, იკერ კასილიასმა ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო.

კასილიასი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იკერმა ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო და ამ სეზონში აღარ ითამაშებს.

კლუბმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "კასილიასმა დილის ვარჯიშზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი გადაიტანა. იკერი საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გულის პრობლემა გადაჭრილია".

TVI24-ის ცნობით, იკერს ოპერაცია გაუკეთეს და შეიძლება ფეხბურთელმა კარიერა დაასრულოს.

ის "პორტუში" 2015 წელს გადავიდა და 20 მაისს 38 წლის გახდება, "დრაკონებთან" კონტრაქტი კი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.

ამ სეზონში კასილიასმა პორტუგალიის
ჩემპიონატის 31 მატჩში 19 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი გაუშვა) და "პორტუს" 1/4-ფინალში გასვლაში დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ გენაცვალე იკერ!
Madrid
21:29 01-05-2019
1
ჯანმრტელობას ვუსურვებ იკერს, დიდი მეკარე და დიდი პიროვნებაა!
barsa
01:18 02-05-2019
0

სიახლეები პოპულარული