მესი, დიბალა, იკარდი - არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა კოპა ამერიკისთვის

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ბრაზილიაში გასამართ კოპა ამერიკისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

32-კაციან სიაში ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, პაულო დიბალა და მაურო იკარდი მოხვდნენ.

სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხურონიმო რული (სოსიედადი), ხუან მუსო (უდინეზე) ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა).
მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), რენცო სარავია (რასინგ აველიანედა), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), ვალტერ კანემანი (გრემიო), მარკუს აკუნია (სპორტინგი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი);
ნახევარმცველები: ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია (ორივე პსჟ), როდრიგო დე პაული (უდინეზე), რობერტო პერეირა (უოტფორდი), მაქსიმილიანო მესა (მონტერეი), ივან მარკონე (ბოკა ხუნიორსი), გონსალო მარტინესი (ატლანტა იუნაიტედი), ფედერიკო სარაჩო (რასინგი), ესეკილ პალასიოსი (რივერ პლეიტი), გვიდო როდრიგესი (ამერიკა).
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მაურო იკარდი, ლაუტარო მარტინესი (ორივე ინტერი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ამ სიიდან 9 ფეხბურთელი ამოვარდება და საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჯგუფში კოლუმბიასთან, პარაგვაისთან და ყატართან ერთად იმყოფება.

სამხრეთ ამერიკის მთავარი საფეხბურთო ტურნირი 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლეო "ბოღმების კამანდა" გააჩუმე, თორემ ნამეტანი გაბლატავდნენ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული