კილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესია.

"მესი ფავორიტია. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არაფერს არ ნიშნავს, ის ყველაფერში ნომერ პირველად რჩება. დარწმუნებული ვარ, "ოქროს ბურთს" მესი მიიღებს. წელს დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. წელიწადი დეკემბრამდე გრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით, არაფერი არ შეიცვლება. ის კვლავაც საუკეთესო იქნება", - ციტირებს მბაპეს "მუნდო დეპორტივო".

მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ზედიზედ სამჯერ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

"ოქროს ბუცისათვის" ბრძოლაში მესი 36 გოლით პირველ ადგილზეა, მბაპე 32 გოლით მეორეზეა და
ამ უკანასკნელს ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ლივერპულმა თუ მოიგო ვან დეიკი მიიღებს ოქროს ბურთს.ის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.ბარსა 4-0 გაანადგურო თან მესი პირდაღებული,დაბნეული დატოვო.დარწმუნებული ვარ ზაფხულში კოპა ამერიკასაც წააგებს არგენტინა და ყველაფერი სხვებს დაბრალდებათ. დედაც მიყვარს,მამაც მიყვარს,მესი ყველას მირჩევნია.
რა სასაცილოები ხართ მესისტები
21 მაისი 2019 13:55
7
რა სასაცილოები ხართ მარადონისტები, კრისტინები და პელუშები თქვენი კომენტარებით! უკვე აღარც ვბრაზობთ. მაგრად ვკაეფობთ და გვეცინება. მაგ შენნმა ვან დეიკმა ასეთი რა გააკეთა მესიზე მეტი? რა 5-ი ოქროს ბურთი აიღო, 5-ი ოქროს ბუცი? თუ მსოფლიო მოიგო რუსეთში? მესის დონეზე, რომ მივიდეს, ეჰეეეეე იმხელა გზა უნდა გაიაროს, რომ მესის შედეგებს გადაასწროს(გადაასწრებს კი? ისე არაა ჩემი მტერი) ბოლოს: თქვენნაირ ბოღმებს არც დედა გიყვართ და არც მამა. თქვენთვის მთავარია გყავდეთ ნარკომანი დიეგო, კრისტინა და ბებერი პელუშა.
barsa-mesi
21 მაისი 2019 15:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული