ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - ჯანი ინფანტინოც იმავეს გაჰყვირის: "დიდება რუსეთს"

AutoSharing Option
ფიფა და უეფა რომ კორუფციული ორგანიზაციებია, ამას ჩვენი დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ძველი ჩინოვნიკებიდან ნაწილს ვირის აბანოში უკრეს თავი, ნაწილს კი საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს. მათ შორის, ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველ დოსტს, იოზეფ ბლატერს, რომელიც 83 წლისაა და სიკვდილამდე არ უნდოდა თანამდებობის დატოვება.

ის მსოფლიოს ჩემპიონატების რუსეთსა და ყატარში ჩატარებისთვის ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულეს, თუმცა არ დააპატიმრეს, შესაძლოა, ასაკის გამო. ბლატერს 8 წლით აუკრძალეს საფეხბურთო სფეროში საქმიანობა, შემდეგ კი ეს ვადა 6 წლამდე შეუმცირეს.

მისი პოსტი კი 2016
წელს შვეიცარიელმა იურისტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავა, რომელმაც უმალ გამონახა საერთო ენა პუტინთან და გუშინ, 23 მაისს, კრემლში, მეგობრობის ორდენით დააჯილდოეს.

"დიდი მადლობა მათ, ვინც ოცნების ასრულებაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაში დაგვეხმარა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ინფანტინოს (ბლატერი უკვე დაავიწყდა)", - განაცხადა პუტინმა.

Football Leaks-მა გამოძიება ჩაატარა და დეტალურად გაშიფრა ინფანტინოს როლი პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" ლობირებაში, რომელთაც ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევაში ედებათ ბრალი.

ჯანის აგრეთვე ყატარის მხარდაჭერისთვისაც აკრიტიკებენ, რამეთუ ეს ქვეყანა ეკონომიკურ და დიპლომატიურ ბლოკადაში იმყოფება, ვერავინ გაიგო, როგორ მოახერხებს 2022 წელს მუნდიალის გამართვას, მით უმეტეს, ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრაფიკს გვარიანად ჩამორჩება.

ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდნობის 32-დან 48-მდე გაზრდის მომხრეა და ამის აღსრულებას 2026 წელს აპირებს. ოპონენტები კი მას იმაში ადანაშაულებენ, რომ ინვესტორების ვინაობას არ ამხელს.

ყველაფერ ამას ინფანტინო უანგაროდ, ბუნებრივია, არ აკეთებს.

"დიდი მადლობა, დიდება რუსეთს", - განაცხადა ინფანტინომ კრემლში დაჯილდოებისას რუსულ ენაზე.

მოკლედ, არ გათეთრდების ყორანიო, ხომ გაგიგიათ?!.

altჯანი ინფანტინო: დიახ, სამწუხაროდ, ხალხს ფიფა ეზიზღება...

alt"პალერმოს" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინო ხმების ყიდვაში დაადანაშაულა

altპუტინის მიერ რუსეთის ნაკრების დაჯილდოებამ გაღიზიანება გამოიწვია - ქვეყანა, სადაც საზიზღრობა ნორმაა

altდასავლეთში ვან ბასტენისა და მათეუსის პუტინთან სტუმრობით აღშფოთებულნი არიან - ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ

altბრიტანელებმა პუტინი ჰიტლერს შეადარეს და მუნდიალზე თავიანთი სანოვაგით ჩავლენ



მკითხველის კომენტარები / 14 /
და ახალი ამბავი თქვით თქვენც, უკრაინის ოკუპაციის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ჩატარდა რუსეთში, თან ყველა ევროპელი ლიდერი იყო ჩასული, პუწინის წინ დახტოდნენ და მასხარაობდნენ, ეგენი ჩვენს გასაგონად აღშფოთდებიან, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და რუსეთს იზოლაციაში აქცევენ))))))))))
llcl
08:37 24-05-2019
4
ეს ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსეთთან მტრობა კი არა პარტნიორობა როა საჭირო და მისი გამოყენება და არა ხიჭვად გარჭობა. ვითომ რამის მაქნკსი ვიყოთ ან ვინმეს ვჭირდებოდეთ რამედ
ვაკო
10:46 24-05-2019
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული