
იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრების დატოვებიდან 4 თვეში ძველ სამსახურს დაუბრუნდა.
მან ჩინეთის ეროვნული გუნდი აზიის თასის მეოთხედფინალიდან გავარდნის შემდეგ დატოვა.
მარჩელო ლიპი აღნიშნულ თანამდებობაზე თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩაანაცვლებს, რომელიც ნაკრებს მხოლოდ 2 შეხვედრაში ხელმძღვანელობდა - ტაილანდისა და უზბეკეთის ნაკრებების წინააღმდეგ.
71 წლის სპეციალისტი იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.