მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა

AutoSharing Option
"იტალიის" ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი კრიშტიანო რონალდოს გაძევებას "ვალენსიასთან"  (2:0) მატჩში უსამართლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსაჯს ჰალუცინაციური შეტევა ჰქონდა.

"არ შეიძლება მატჩის ასე გაფუჭება, მით უმეტეს, როცა ფეხბურთელმა შესაძლოა რამდენიმე მატჩი გამოტოვოს. მსაჯს აშკარად ჰალუცინაციები ჰქონდა. ახლა უეფას ჯერია, ისინი უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ შეცდნენ. შეხვედრა უკვე შედგა და რონალდოც გაგდებულია, ამას ვეღარაფერი შეცვლის, თუმცა დისკვალიფიკაცია აბსურდული იქნება. რონალდოს ცრემლებმა დაამტკიცა, რომ ის ძალიან პატივსაცემი ადამიანია, მას არაფერი დაუშავებია" - განაცხადა მარჩელო ლიპიმ.

კრიშტიანო რონალდო "ვალენსიასთან" მოგებულ
მატჩში, 30-ე წუთზე გააძევეს.

მის საკითხს უეფას დისციპლინური კომიტეტი იძიებს და ვერდიქტს 27 სექტემბერს გამოაცხადებს.

altკლატენბურგი - რონალდოს გაძევებაზე: მე კრიშტიანოსა და მურილიოს ყვითელ ბარათებს ვუჩვენებდი

altიყო თუ არა კრიშტიანო რონალდო გასაძევებელი "ვალენსიასთან" მატჩში? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული