
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბუცს".
მესიმ ლა ლიგაზე 36 გოლი გაიტანა და პრიზს ისევ დაეუფლება, თუ "სამპდორიას" ფორვარდმა ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს ბოლო ტურში "იუვენტუსს" 11 გოლი არ გაუტანა.
პსჟ-ს 20 წლის თავდამსხმელს კილიან მბაპეს ჰქონდა მესის გადასწრების შესაძლებლობა, მაგრამ საფრანგეთის პირველობის ბოლო ტურში "რენთან" წაგებულ შეხვედრაში (1:3) მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ჩემპიონატი 33 გოლით დაასრულა.
"ბარსელონამ" მესის კლუბის ტვიტერით წინასწარ მიულოცა "ოქროს ბუცის" მოპოვება.