ლეო მესი რონალდოზე: როგორ შეიძლებოდა იმის გაყიდვა, რომელსაც სეზონში 50 გოლი გააქვს?

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ "რეალიდან" "იუვენტუსში" თავდამსხმელ რონალდოს გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ამაზე სეზონის დაწყებისას ვლაპარაკობდი და ვიღაცა მადრიდში ჩემმა ნათქვამმა გააღიზიანა, მაგრამ ეს სიმართლეა. როგორ შეიძლებოდა იმის გაყიდვა, ვისაც სეზონში 50 გოლი გააქვს?

შედეგად, "რეალში" კრიზისი წარმოიშვა. რონალდოს დაკარგვით კრიზისი ნებისმიერ გუნდში იქნებოდა. რა თქმა უნდა, ლა ლიგას კრიშტიანო ენატრება, რადგან ტოპ-ფეხბურთელები ტურნირს უფრო საინტერესოს ხდიან.

ეს სიმართლეა, კარგი დრო იყო, როდესაც ის აქ თამაშობდა, ვინაიდან ორივენი წლიდან წლამდე სრულყოფილებისაკენ ვისწრაფვოდით. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს", -
განუცხადა მესიმ Fox Sports Radio-ს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამიტომ ვაფასებ მესის ფენომენალური მოთამაშეა და თავის კონკურენტსაც როგორ აფასებს.. მე არ ვიცი მესის და რონალოდ წასვლის მერე ვის უნდა უყურო ?? ერთი კიდევ ჩემი აზრით ლამაზ ფეხბურთს რო თამაშობს სხვებისგან უკეთ ედენ აზარია დანარჩენი კი ყველა თანაბარი დონის რავი მე ასე ვიკრობ..
reali
13:11 01-06-2019
6
რონალდუც არამარტო თავისი პროფესიონალიზმის გამო მიყვარს, არამედ, იმის გამოც, რომ რეალურ ცხოვრებაში მესისთან ისე იქცევა, გეგონება მეგობრები არიანო.. თავისი შვილიც მესის ფანია და მახსოვს როგორ აჩვენა მესის, შენი ფანიაო
ზუზუ
14:35 01-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული