"ბარსელონა" თავდამსხმელ ნეიმარის პსჟ-დან დაბრუნებას განიხილავს.
El Chiringuito-ს ცნობით, ამისათვის ბრაზილიელმა 2017 წელს "ბარსადან" სკანდალურად წასვლისათვის სახალხოდ ბოდიში უნდა მოიხადოს.
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდში ძალით არ მიუყვანია, თუ უნდა, მასაც და სხვებსაც შეუძლიათ წავიდნენ, ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი კი თავისი კლიენტისთვის ესპანეთში გუნდს ეძებს.
"პარი სენ ჟერმენმა" 2017 წელს "ბარსელონასგან" ნეიმარის კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა.