მატიას დე ლიხტმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
"აიაქსის" მცველმა მატიას დე ლიხტმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა.

Cadena Ser-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ თავის კლიენტს "ბარსაში" გადაბარგება არ ურჩია და მიუხედავად კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მცდელობისა, ტრანსფერი ჩაიშალა.

"ბარსელონაში" თვლიან, რომ დე ლიხტმა უარი მხოლოდ ფინანსური მოსაზრებით უთხრა, რადგან სხვა კლუბები უფრო სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ.

დე ლიხტის სამსახურით პსჟ, "იუვენტუსი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.

მისი სატრანსფერო ფასი 75 მილიონი ევროა.

მატიასმა გასულ სეზონში 55 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არადა ამას რო კითხო ევროპის ერთ ერთი საუკეთესო მცველია და ტიპს კონკურენციის ეშინია.
4
ესეც მორიგი მსხვერპლი, არაბი ფულის ტომარის! ნეიმარის ბედს გაიზიარებს!
ვოვა
10:23 19-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული