კიევის "დინამოსა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინული პასპორტის ქართულით შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალ "ფუტბოლისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:
"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნით, რადგან შეუძლიათ რაც უნდათ, ის დაწერონ და გადაწერონ. პირველ რიგში, რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ იცის, რომ როდესაც კიევის "დინამოში" მოვედი, არ შეიძლებოდა გუნდში უცხოელი ყოფილიყავი. საფეხბურთო სკოლაში უცხოელებს არ იღებენ.
11 წლის ვიყავი და ამიხსნეს, რომ თუ "დინამოში" მინდოდა მოხვედრა, აუცილებლად უნდა ამეღო უკრაინული პასპორტი. დედის მხრიდან
უკრაინაში ნათესავები გვყავს. იმისათვის, რათა "დინამოში" მეთამაშა, მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვით.
პირველივე შეკრებიდან უკრაინის ნაკრებში ვიყავი. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი.
ახლა აქტიურად მიხმობენ საქართველოს ნაკრებში. პირველ ნაკრებში. თუმცა, მე უკრაინული პასპორტი მაქვს. ასე ვთქვათ, პასპორტის გამოცვლას მთხოვენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და ახლო მომავალში პასპორტის გამოცვლა აზრადაც არ მომივა.
ჩემი სამშობლო საქართველოა! ქართული სისხლი მაქვს. თუმცა, ასევე უკრაინელად ვგრძნობ თავს. მთელი გარდამავალი და შეგნებული ასაკი კიევში გავატარე. უკრაინა ჩემთვის უკვე მშობლიური სახლია. როდესაც საქართველოში ჩავდივარ, არ ვიცი ქუჩების დასახელება და სად წავიდე, უკრაინაში კი ყველაფერი ვიცი.
ვინ ვარ წარმოშობით - მეგრელი, ოსი თუ კახელი? მეგრელი.
ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად უკრაინელი. როდესაც საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებზე მისვამენ კითხვას, ჩიხში მამწყვდევენ, რადგან არ ვიცი, რა ვუპასუხო. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც ნაწყენი რჩება.
ქართველები ითხოვენ, რომ მათთან ვითამაშო და რაღაცაში მართლები არიან. ტყვიის ჯერის ქვეშ ვხვდები. მე ჩემებურად ვპასუხობ, ხალხი კი თავისებურად იგებს. გავიმეორებ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ და უკრაინის ნაკრებში თამაშს ვაგრძელებ".
გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
გიორგი წიტაიშვილი პრემიალურებზე: ზოგიერთს მუდამ სხვისი ფული აინტერესებს
football.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს
U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რომ თქვას საქართველოს ნაკრებში მინდა თამაშიო, აღარავინ გააკარებს დინამოს პირველ შემადგენლონას. ვინმე უკრაინელს
მისცემენ შანსს. არც მწვადს წვავს და არც შამფფურს. ამბობს ჯერ არ გადამიწყვეტიაო. ფაქტია რომ ქართულ აზრსაც უფრთხილდე ა და არ ამბობს, საქართველოს ნაკრები გამორიცხულია, მე უკრაინაში მინდა თამაშიო. ჯერ არ ვფიქრობ საქართველოზეო. რომ
არ უნდოდეს აქ ჩამოსვლა, არ გაუჭირდებოდა ცალსახად თქმა, უკრაინაში ვოცნებონ ვითამაშოო.
რატომ ვართ ყბელაფერში ასეთი ემოციურად დაუსრულებლები, რატომ არ შეგვიძლია ხაზებს შორის აზრის წაკითხვა. რატომ
არ გვინდა ხოლმე
გავიგოთ რომ კაცო როცა რაღაცას “სხვანაირად” ამბონს, შესაძლოა იმ მომწნტში საქმეს ჭირდება ასე. ძალიან მარტივად რატომ ვუყურებთ ყველაფერს... ჩვენ ვიცით რისი გადატანა და რისი გათვალისწინება უწევს ამ ბიჭს რომ დინამოში დატოვომ და ზრდის საშუალება მისცენ, უკვე სისტემასთან დაჯახებას და უკრაინული ფეხბურთის მესვეურების გადაკიდებას რომ
ვთხოვთ? არის ეგრე მყარად ფეხზე უკვე რომ
მაგდენი გაბედოს? თუ თქვენ დაუდგებით გვერდზე?
კაცმა გასაგებად თქვა, ჯერ ასეა და მერე ვნახოთო. ანუ მაცადეთ ჯერ გამოვიყენო საჩემოდ დინამოში ყოფნა, მოვძლიერდე რომ
ჩემი სიტყვა თამამად მეთქმოდესო...
ისე კი ეგ განცხადება პირიქითაც შეიძლება იყო აღქმული, ანუ ჩვენს დასაშოშმინებლად გაკეთებული. :)
"არ გვცვლი სალსა კლდეებსა,უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,
სამშობლო, როგორც უ ფ ა ლ ი, ერთია ქვეყანაზედა."