გიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრებში მიწვევენ, მაგრამ პასპორტის გამოცვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინული პასპორტის ქართულით შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალ "ფუტბოლისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:

"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნით, რადგან შეუძლიათ რაც უნდათ, ის დაწერონ და გადაწერონ. პირველ რიგში, რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ იცის, რომ როდესაც კიევის "დინამოში" მოვედი, არ შეიძლებოდა გუნდში უცხოელი ყოფილიყავი. საფეხბურთო სკოლაში უცხოელებს არ იღებენ.

11 წლის ვიყავი და ამიხსნეს, რომ თუ "დინამოში" მინდოდა მოხვედრა, აუცილებლად უნდა ამეღო უკრაინული პასპორტი. დედის მხრიდან
უკრაინაში ნათესავები გვყავს. იმისათვის, რათა "დინამოში" მეთამაშა, მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვით.

პირველივე შეკრებიდან უკრაინის ნაკრებში ვიყავი. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი.

ახლა აქტიურად მიხმობენ საქართველოს ნაკრებში. პირველ ნაკრებში. თუმცა, მე უკრაინული პასპორტი მაქვს. ასე ვთქვათ, პასპორტის გამოცვლას მთხოვენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და ახლო მომავალში პასპორტის გამოცვლა აზრადაც არ მომივა.

ჩემი სამშობლო საქართველოა! ქართული სისხლი მაქვს. თუმცა, ასევე უკრაინელად ვგრძნობ თავს. მთელი გარდამავალი და შეგნებული ასაკი კიევში გავატარე. უკრაინა ჩემთვის უკვე მშობლიური სახლია. როდესაც საქართველოში ჩავდივარ, არ ვიცი ქუჩების დასახელება და სად წავიდე, უკრაინაში კი ყველაფერი ვიცი.

ვინ ვარ წარმოშობით - მეგრელი, ოსი თუ კახელი? მეგრელი.

ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად უკრაინელი. როდესაც საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებზე მისვამენ კითხვას, ჩიხში მამწყვდევენ, რადგან არ ვიცი, რა ვუპასუხო. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც ნაწყენი რჩება.

ქართველები ითხოვენ, რომ მათთან ვითამაშო და რაღაცაში მართლები არიან. ტყვიის ჯერის ქვეშ ვხვდები. მე ჩემებურად ვპასუხობ, ხალხი კი თავისებურად იგებს. გავიმეორებ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ და უკრაინის ნაკრებში თამაშს ვაგრძელებ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
იცით რა კარგი ადამიანი იყავი, კარგი ქართველი და გზა სადაც გახსნილი გაქვს იქ მიაღწიე ყველაფერს და ასახელე საქართველო! კრიტიკა ადვილია და ვაი პატრიოტიზმი, მაგრამ ბალანჩინიც ქართველი იყო და სახელი კარიერა საქართველოში არ გაუკეთებია. ერთი ცხოვრება გაქვს ადამიანს თან ამ პატარა პლანეტაზე მაგრამ ჩვენთვის დიდ დედამოწაზე ხოდა იცხოვრე, ისიამოვნე და შეირგე და დროს ნუ დაკარაგავ რადგან გარბის დრო და აღრ ბრუნდება.
ნიკო
22 ივნისი 2019 09:17
4
სადაც არ უნდა იყო წარმატებები შენ.
ნუ შეჭამთ ახლა ამ ბიჭს,მას უკრაინამ მისცა ყველაფერი და უპატივცემულობა იქნება,სადაც ხელი გამოუწოდეს ის არ დააფასოს.
ნანა
22 ივნისი 2019 18:52
14
არ გამოვა ვაჩიბერაძესთან და გოგიასთან შედარება. ის ძალიან ძალიან ნიჭიერია და უკრაინის ყველა ასაკობრივი ბეხბურთელებიდან ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი (თუ ყველაზე ნიჭიერი არა, სრულიად გულწრფელად ვამბობ) ბეხბურთელია. თანაც უკვე მეტისმეტად მოთხოვნადია უკრაინაში. ძალიან მინდა დიდ წარმატებებს მიაღწიოს სადაც იქნება. მან უკვე მკაფიოდ თქვა სათქმელი თუ სად უნდა თამაში და ნუღარ მოვთხოვთ მეტს. თვითონ აირჩევს თავის გზას, მშვიდად უნდა შევხედოთ რეალობას და ამით აღარ უნდა დაგვწყდეს გული. ჩვენც გვეზრდებიან!
ილარიონი
22 ივნისი 2019 16:38
1
da ukrainis chempionati dz maghali donisaa? sul ori gundi tamashobs da eg ori gundi evrosarbielze nulia. sanam dro aqvs evropashi bevrad sust gundshi jobia wavides iqidan ufro gaqachavs vidre mandedan
ilarions
22 ივნისი 2019 21:22
1
შენც არ იცი შვილო რა გინდა, მოვა დრო ვაჩიბერაძესავით და გოგიასავით თავად მოითხოვ ქართულ პასპორტს მარა გვიანი იქნება.
Mmm
22 ივნისი 2019 12:07
3
სპორტსმენისთვის ყველაზე საამაყო რა უნდა იყოს თუ არა ჰიმნის ქვეშ მოგება. არ გინდა ერთია საქართველოხე ნუღარ წუწუნებ და ახსენებ საერთოდ
odeprot
22 ივნისი 2019 15:02
2
,,ჩემი სამშობლო საქართველოა! ქართული სისხლი მაქვს,,
ამას წერს და მერე სააკაშვილივით ღობე ყორე ედება- თითქოს ვერ გარკვეულა... აბა ჩვენი ნაკრები წინ იყოს რეიტინგში, ხომ შეიხვეწებოდა? ქვეყანას როცა უჭირს, მაშინ უნდა კარგი შვილის დახმარება..
ჩვენ ომში დავდივართ და გვესვრიან და ამას ფეხბურთით არ უნდა დაეხმაროს სამშობლოს..
მოაშორეთ, ნუღა წერთ საერთოდ ასეთ ტიპებზე..
ყური მიგდე
22 ივნისი 2019 17:57
0
ნუ ლანძღავთ ამ ბიჭს,წარმატება ვუსურვოთ,მე ისიც გამიხარდება თუ უკრაინის ნაკრებშიც ექნება დიდი შედეგი,უკრაინელებზე უკეთესი მეგობარი ქვეყანა ჩვენ არ გვყავს,ვინც ნამყოფია უკრაინაში დამეთანხმება.
ზას.
22 ივნისი 2019 11:35
11
tu gaqachavs ukrainis nakrebshi itamashebs tuarada mere patriotobas daiwyebs mand matamasheto. kievis dinamo amas ra gonia titqos barsashi tamashobs. mesic rom iyos ramodenime wlis mere nakrebshi arunda atamashon tviton romc ixvewebodes. wadi bidzia evropashi sanam shansi gaq mand fexebis kocnas monacemebic gaq da asakic 3wlis mere aravis aghar endomebi
yyy
22 ივნისი 2019 21:18
1
ნუ დავადაშაულებთ ამ ბიჭს. მე პირადათ რა თქმა უნდა ძალიან მინდა ასეთი მონაცემების ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში რომ იყოს. მაგრამ მე მას მოღალატედ ვერ აღვიქვამ, შეიძლება იმოტომ რომ უკრაინის მიმართ პატივით ვარ განწყობილი. ხოდა მე თუ ასე ვარ, დავფიქრდეთ რა ძნელია მისთვის. მან ხომ ფეხბურთის თამაში სწრიოზულად იქ დაიწყო. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა უკრაინის მაისურით და ეს პატარა რამე აღარაა. ასე რომ ვაცალოთ და ნუ განვსჯით გადაწყვეტილებაში.
Geo_Dinamo
22 ივნისი 2019 14:26
3
ისე აღშფოთდით, გეგონება პროფესიონალების დამფასებლები ვიყოთ. ამ ქვეყანას თავისი კეთილისმყოფელი ყოველთვის საჯიჯგნად უნდა. მოექცევა უღირსად, ჩადებს კუბოში და მერე ტრაგედიაზე ცრემლების ღვარღვარი მიდის: "ვაიიი, რატომ სიცოცხლეშივე არ ვაფასეეეებთ!" რამდენი ეგეთი ყოფილა ისტორიის მანძილზე და კიდევ რამდენს ელოდება იგივე?!
22 ივნისი 2019 13:40
1
Eg gasagebia rom dinamoshi agar atamasheben saqartvelo rom airchios magram evropul klubshi tavisuflad sheudzlia tamashi, aris sxva variantic tu mtavar nakrebshi ar gamoidzaxes ese 24clamde mere datanxmdeba nakrebshi tamashs,,, fesvebs maimc ayurebinet am bavshs carmatebebi
Va-Le
22 ივნისი 2019 04:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული