ზინედინ ზიდანის ულამაზესი ფინტი და გოლი ქალთა გუნდის კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო შეხვედრაში და 7-7-ზე მინი ფეხბურთი ითამაშა ქალთა გუნდის წინააღმდეგ.

მე-17 წუთზე "რეალის" ლეგენდამ მოედანზე ულამაზესი ფინტი გააკეთა და შეტევა თავადვე დაასრულა გოლით.

ზიდანი საკლუბო კარიერის განმავლობაში 4 კლუბში თამაშობდა: "კაენში", "ბორდოში", "იუვენტუსსა" და "რეალში". მას მოგებული აქვს იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები, ასევე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი. ზიზუ ოქროს ბურთის მფლობელია და ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.

სამწვრთნელო კარიერა კი, 2016 წლის იანვრიდან დაიწყო და ზედიზედ
3-ჯერ მოაგებინა მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგა. ამის შემდეგ პაუზა აიღო, თუმცა 2019 წელს ისევ დაბრუნდა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.


მკითხველის კომენტარები / 1 /
Xvicha magari xar..arcerti movlena ar gepareba.ai zurnalisti
Shalva
11:36 30-06-2019
1

სიახლეები პოპულარული