კოპა ამერიკა: ბრაზილიამ ლიონელ მესი ტიტულის გარეშე დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივლისს, კოპა ამერიკას ნახევარფინალში, რომელიც ტურნირის ნაადრევ ფინალად მართებულად მონათლეს, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა 2:0 დაამარცხა.

როდის, სად, რა ფორმატში, როგორ მოედანზე, როგორ ვითარებაში ტარდება მათი თამაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს სამხრეთ ამერიკის კლასიკოა, თვით ბრაზილია - არგენტინაა.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ, 41-ჯერ სელესაომ იმარჯვა, 38-ჯერ ალბისელესტემ, 26 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

107-ე დაპირისპირებას მინას-ჟერაისის შტატის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც ღამით სტუმარ ფეხბურთელებს ფანებმა ტკბილი ძილი დაუფრთხეს, 62 170-ადგილიანი სტადიონი კი, სადაც ბრაზილიამ გერმანიასთან კატასტროფა (1:7) განიცადა,
პირთამდე გაივსო.

ბრაზილიას თუ თავიდან გოლი ვერ გააქვს, უმეტესად შემდეგ პრობლემები ეწყება და საინტერესო იყო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა ამჯერად.

თავიდანვე ნათელი შეიქნა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა, ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ ერთმანეთს, მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა მიდიოდა. ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი მომენტი  სტუმრებმა შექმნეს - მე-16 წუთზე პარედესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ანგარიში კი გებრიელ ჟეზუსმა დანი ალვეშის მიერ წამოწყებული ლამაზი დრიბლინგის შემდეგ გახსნა. აქედან მოყოლებული შესვენებაზე გასვლამდე ბურთს უფრო ხშირად ვერცხლისქვეყნელები აკონტროლებდნენ და აგუეროს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოკლედ, თამაში სამხრეთამერიკულზე უფრო ევროპულს ჰგავდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ბებერ კონტინენტზე ასპარეზობს და პირველი ტაიმი ტიტეს გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრები დიდი ძალებით, თუმცა ქაოტურად უტევდნენ, მესიმ ბურთი ძელს გაარტყა, თითქოს ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ მათი სუსტი დაცვა გაბრიელ ჟეზუსის სწრაფი კონტრიერიშისას ჩავარდა, ფირმინომ მეორედ დაამწუხრა არმანი და ყველაფერი დასრულდა.

თითქოს ბრაზილიას რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია, მაგრამ პრაგმატულად იასპარეზა, ორი ნაღდი მომენტიდან ორივე გამოიყენა და ფინალში გავიდა.

ბელუ-ორიზონტი. "მინეირაო"
ბრაზილია - არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (19), 2:0 ფირმინო (71)

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, მარკინიოსი (მირანდა 64), კოუტინიო, კაზემირო, არტური, ფირმინო, ევერტონი (ვილიანი 46), გაბრიელ ჟეზუსი (ალანი 80)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო (დიბალა 85), პაცელა, ფიოტი, პარედესი, და პაული (ლო ჩელსო 67), მესი, აგუერო, აკუნა (დი მარია 59), მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 46 /
არგენტინის ნაკრები,ქუჩაში მოთამაშე ბავშვების გუნდს მაგონებს,მათთან ერთად ერთი დიდი ბიჭი რომ თამაშობს და ყველა მხოლოდ მას აწვდის ბურთს.მესი არაფერ შუაშია,არგენტინის ნაკრებს აქვს მესის კომპლექსი.
სოსო
03 ივლისი 2019 09:10
5
ვაიი თქვენ, ვინც მესის ლანძღავთ, ჩასაფრებულებო )))
შოთა
03 ივლისი 2019 09:10
11
ვერ თამაშობს მესი ნაკრებში და ამ ტურნირმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. შეეშვას უნდა ნაკრებს. ეხლა გამოხტებიან მესის ფანები და ყველაფერს დააბრალებენ დაწყებული მინდვრის საფარით და დამთავრებული აგუეროს თმები თეთრად ქონდა შეღებილიო)))) ყატარს და ვენესუელას რო ვერ გაუტან ამით ყველაფერი ნათქვამია. დაიწყება ესპანეთის ჩემპიონატი და სამაგიეროდ იქ გაუტანს სოფლის გუნდებს( რეალს და ატლეტიკოს არ ვგულისხმობ)
ZAZA
03 ივლისი 2019 08:30
23
ზაზა ან იგივე ამაშია საქმე! პირველ რიგში ეგ პირები კარგა მაგრა გამოირეცხეთ როცა მესის ახსენებთ! თქვენი სალაპარაკო, რომ მესი გახდება უბრალოდ სასაცილოა!
barsa mesi
03 ივლისი 2019 12:01
4
ჩაო მესი! მორიგი წარუმატებელი თამაში ნაკრებში. 5 მატჩი და სულ 1 გოლი და ისიც პენალტით. და რაც არ უნდა იყიყინონ მესისტებმა ფაქტი სახეზეა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ "მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი". მესისტებიც თავისებური სექტაა,მაგრამ ეგ უკვე მათი პრობლემაა. გული არ გაიტეხოთ.დაიწყება პრიმერადივიზიონი და იქ გაუტანს ეიბარს,გრანადას და ლეგანეს)))) გთხოვთ არ დაბლიკოთ.პ.ს. ბიძინა ბარათაშვილი მომიკითხეთ. 26 წელი ამაო მოლოდინში როა და ერთი ამდენი კიდე რო იქნება.
dato
03 ივლისი 2019 08:23
23
დათო, ამაშია საქმის ფსევდონიმო! ჭაობიდან ისმის შენი და შენნაირების ყიყინი! ნაკრების მაისურით თუ ვერ მოიპოვებს მესი ვერცერთ ტიტულს მის სახელს ნამდვილად არაფერი დააკლდება! სამაგიეროდ მას ამშვენებს ყველა ფეხბურთელისთვის სანატრელი ტიტული: 5-გზის ოქროს ბურთი და 6-ი ოქროს ბუცი! ლეო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელო!!!!!
10
03 ივლისი 2019 13:40
2
ამაშია საქმე, შე მოცლილო! სხვადასხვა სახელით, რომ შემოდიხარ კომენტარებში, ერთი რამე გეშლება შენი კომენტარების უმრავლესობის შინაარსი, ტყუპი ძმებივით გავს ერთმანეთს. შენ, რომ მესი გყავს ამოჩემებული ეს უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ შენს ფსიქიკას რა ეშველება, აი ეს არის უკვე მაგარი საეჭვო და დამაფიქრებელი!
????????????
03 ივლისი 2019 13:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული