ბინძურად თამაშობდნენ - ლიონელ მესის რეაქცია ბრაზილიასთან წაგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესის ბრაზილიასთან (0:2) კოპა ამერიკის ანხევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

მესიმ TyC sports-სთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"მე მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. ვეცადეთ, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ძელსა და ხარიხას მოვარტყით ბურთი. ბრაზილიელები არაფრით გვჯობდნენ, ბინძურ ჯარიმებს იღებდნენ, ერთ შემთხვევაში საჯარიმოში ხელით თამაშიც იყო. თუმცა, მსაჯებმა ერთხელაც არ გამოიყენეს VAR-ის სისტემა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია".

სამწუხაროდ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კიდევ ვერ მოახერხა სანაკრებო ტიტულის მოპოვება, ხოლო გამარჯვებული ბრაზილი კოპა ამერიკას პირველი ფინალისტია. მეორე ფინალისტი 4
ივლისს გაირკვევა ჩილესა და პერუს დაპირისპირებაში. ხოლო არგენტინა, 6 ივლისს მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

კოპა ამერიკას 2019 წლის გათამაშების ნახევარფინალში მასპინძელმა ბრაზილიამ არგენტინა გაბრიელ ჟეზუშისა და რობერტო ფირმინოს გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამან ხომ შეგვიკიკინა მარადონათი. ვსიო შენს მარადონას ნაფტალინი აყრია და დაასვენე სადაც არის.
?
03 ივლისი 2019 16:36
6
არა მგონია ხელით თამაში ყოფილიყო, მწვრთნელის დარიგება იქნებოდა მესი თუ სიჩქარეს აკრებდა ჯარიმების მიღება რამაც გაამართლა, აბა ისე როგორ გინდა გააჩერო ესეთი ფეხბურთელი?? ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და მათ მართავს ჭკვიანი მწვრთნელი, არგენტინის ნაკრები როგორც გუნდი არაორგანიზებული იყო, პლუს სუსტი მწვრთნელით, ასე რომ შედეგი ლოგიკურია. მარტომ მოუგო ბრაზილიის ნაკრებს ბრაზილიაში ურთულესი ამბავია! მესი ყოვლისშემძლეც არ არის რა კიდევ და ზედმეტ მოთხოვნებს ნუ ვუყენებთ!! ითამაშა თავისი შესაძლებლობების მინიმუმით რაშიც დამნაშავე ბრაზილიის ნაკრებია და არა თვითონ!
zaza
03 ივლისი 2019 15:35
1
მე არგენტინის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან. ამიტომ ხუთივე თამაშს ვუყურე. ვისაც ასაკის გამო არ უნახია მარადონას თამაში არავინ შემედავოს: ის ნომერ პირველია. ის იყო ლიდერი და მარტო თამაშების მომგები. ხუთ თამაშში კაცს რომ ვერ მოატუებ და კარში რომ ვერ დაარტყავ ზუსტად მარადონას ნუ ედრები.
dato
03 ივლისი 2019 15:32
7
კოპა ამერიკაც ვერ მოიგო.. :)) ახლოსაც ვერ მივა პელე და მარადონასთან
:)
03 ივლისი 2019 15:19
7
უიმე ეგ ადარდე მესის თუ ახლოსაც ვერ მივა, ორ გამოყეყეჩებულთან.
ვოვა
03 ივლისი 2019 16:40
3
უიმე ეგ ადარდე მესის თუ ახლოსაც ვერ მივა, ორ გამოყეყეჩებულთან.
ვოვა
03 ივლისი 2019 16:39
2
უიღბლო მესი....
lis
03 ივლისი 2019 11:40
1
ზღაპრების მოყოლას ფეხბურთი გეთამაშა.5 ყვითელი ბარათი მიიღო არგენტინამ და 2 ბრაზილიამ. და არანაირი პენალტი არ იყო. სირცხვილია ამ დონის ფეხბურთელი უაზრო და უსაფუძვლო კომენტარებს რომ აკეთებს. არ იფიქროთ ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყო.ჩემი გუნდი გერმანიაა (საქართველოს შემდეგ)
ZAZA
03 ივლისი 2019 11:32
17
ზაზალოვიჩ! წადი და შენს ბებიას მოაყოლინე ზღაპრები გამოგადგება, მესის შეეშვით!
ვანო
03 ივლისი 2019 13:47
8
არ გეკადრება რიჟა ბაზარი.
მახო
03 ივლისი 2019 10:54
8
მახო, შენ თვითონ არ გინდა რა? რიჟა ბაზარი!
????
03 ივლისი 2019 11:53
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული