35 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
არიენმა განაცხადა, რომ კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო.
რობენი "გრონინგენის", პსვ-ს, "ჩელსის", "რეალის" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა და 29 ტურნირი მოიგო.
ის რვაჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, თითოჯერ ლა ლიგა და ერედივიზიონი.
"ბაიერნთან" ერთად 2012/2013 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იმ მატჩში მან "დორტმუნდს" გოლი გაუტანა.
ჰოლანდიის ნაკრებში რობენი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
"ბაიერნთან" ერთად 2012/2013 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იმ მატჩში მან "დორტმუნდს" გოლი გაუტანა.
ჰოლანდიის ნაკრებში რობენი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.