ეს ინფორმაცია "გარდიანმა" გაავრცელა - პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩინეთში მუშაობა არ ისურვა.
მოურინიოს "გუანჯოუ ევერგრანდი" ფინანსურად კარგ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ მან ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა და უარით გაისტუმრა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ "განსაკუთრებულს" რომელიმე ნაკრების სათავეში ჩადგომაც არ უნდა და კლუბში მუშაობა აინტერესებს.
გასული წლის დეკემბერში დათხოვნილ მოურინიოს "მანჩესტერი" წელიწადში 15 მილიონ ევროს უხდიდა, ჩინური კლუბი კი გაცილებით მეტს სთავაზობდა.