"ტრიბუნას" ცნობით, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელარუსის ნაკრების მწვრთნელს მიხაილ მარხელს წლიურ გასამრჯელოდ 150 ათასი დოლარი დაუნიშნეს.
დაახლოებით ამდენივეს იღებდა მისი წინამორბედი იგორ კრიუშენკო.
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა განაცხადა, რომ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და უცხოელი მწვრთნელის მიწვევას საერთოდ არ განიხილავენ.
მარხელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, პირველ მატჩს კი მისი ხელმძღვანელობით ბელარუსის ეროვნული გუნდი 6 სექტემბერს ესტონეთთან ჩაატარებს.