
"ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლოს ანჟელესის" მცველს, მოჰამედ ელ-მონირს მატჩისას ნახტომში იდაყვით ღაწვის ძვალი გაუტეხა.
ელ-მონირს ოპერაცია გაუკეთეს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, იბრაჰიმოვიჩი კი შესაძლოა, ხანგრძლივვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.
ამ შეხვედრაში ზლატანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეების მწვრთნელს ძუკნა უწოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იბრაჰიმოვიჩი უკანასკნელ ხანს აგრესიულობით გამოირჩევა და გაუთავებლად ტრაბახობს.