ლიონელ მესის შესაძლოა ნაკრებში თამაში წლის ბოლომდე აუკრძალონ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს, რომელიც მის ეროვნულ ნაკრებში თამაშს შეეხება.

სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია განიხილავს დისკვალიფიკაციის ვარიანტებს და ალტერნატივები 2-დან 6 თვემდე მერყეობს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ წელს ლიონელ მესი ნაკრების შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს.

სავარაუდო სასჯელი დაკავშირებულია არგენტინის ნაკრების კაპიტნის გამონათქვამებთან კოპა ამერიკის შესახებ. არგენტინის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მესი კი დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო და განაცხადა, რომ არგენტინელებს ფინალში გასვლის უფლება კორუფციამ და მსაჯებმა არ მისცეს.

თუმცა კარგი ის გახლავთ, რომ არგენტინის ნაკრებს წლის დარჩენილ მონაკვეთში
მხოლოდ ამხანაგური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. სექტემბერში ისინი მექსიკასა და ჩილეს ეთამაშებიან.

ოქტომბერში კი - გერმანიისა და ბასკეთის ნაკრებებს. ნოემბერში არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთში ორ შეხვედრას გამართავს. პირველში მასპინძელ გუნდს შეხვდება, მეორეში კი - ბრაზილიას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გადასახადების დამალვისთვის რამდენიმე მილიონით დააჯარიმეს ეგ და რონალდუ და სხვაზე ამბობს კორუფციონერები არიანო.ნამუსი ხომ უნდა გქონდეს.
jiji
25 ივლისი 2019 17:44
5
არგენტინას რომ ნორმალური ფედერაცია ჰყავდეს და უარეს კორუფციაში არ იხრჩობოდეს,საერთოდ უარს იტყოდა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობაზე და ამით აიძულებდა ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომას,მაგრამ ამას არ გააკეთებენ
სოსო
25 ივლისი 2019 11:21
1
ეს კაცი არ მევასება,მაგრამ რაღაც სიმართლის მარცვალი იმალება მის ნათქვამში (განსაკუთრებით მსაჯებთან დაკავშირებით).მესიზე ნაკრებში თამაშის აკრძალვა დიდად მის მოტივაციაზე არ იმოქმედებს.ფსიქოლოგიური სიძლიერე,რომ მესის ჰქონდეს კოპას მსაჯების და კორუფციის თანხლებით მიაყოლებდა.
კარგით რა
25 ივლისი 2019 11:02
1
დედა? დევიღუპეთ ბარსას და ნესის ქომაგები შენ თუ მესი არ გევასება!
nodo
26 ივლისი 2019 20:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული