"ბოკას" ფანმა პატივისცემის ნიშნად ხბოს დე როსი დაარქვა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კლუბის ახალწვეულის მიმართ პატივისცემის ნიშნად ხბოს დე როსი დაარქვა. ამის შესახებ ესპანურენოვანი აგრო გამოცემა clarin-ი წერს.

ფერმერი ჰექტორ მარიო ეიჰარაბიდე გამოცემას მოუყვა, რომ იცოდა, ხბო უნდა დაბადებულიყო და სახელი მისმა შვილმა - ფრანსისკომ შეურჩია, რომელიც "ბოკას" გულშემატკივარი გახლავთ.

გამოცემის მიხედვით, ხბო ბუენოს-აირესის სასოფლო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. სხვათა შორის, ხბოს დედამ, მეტსახელად "თეთრამ" 2017 წლის გამოფენაზე მესამე ადგილი დაიკავა.

დანიელე დე როსი 2002 წლიდან "რომას" ფეხბურთელი იყო და კარიერის ბოლოს "ბოკა ხუნიორსში" თამაში გადაწყვიტა. თუმცა, "ბოკას" ფანებისგან
ასეთ დაფასებას, ალბათ, არც იტალიელი მოელოდა.

altოფიციალურად: დანიელე დე როსი "ბოკას" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული