"ფენერბახჩეს" კაპიტანმა ქომაგების საქციელის გამო "ბაიერნთან" მატჩი დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ფენერბახჩეს" კაპიტანმა ნაბილ დირარმა "აუდის თასზე" "ბაიერნთან" მატჩის დროს გულშემატკივრების სტვენის გამო მოედანი დატოვა.

შეხვედრის 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 6:1 იყო, დირარი მარცხენა ფლანგზე გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად გაჩერდა, ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო და მინდორი დატოვა.

33 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მოაბრუნეს.
შეხვედრა საბოლოოდ იმავე ანგარიშით დასრულდა და "ბაიერნი" ფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, მადრიდის "რეალს" 1:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა თავმოყვარე კაცია! ყველა ვერ გაუძლებს ამდენი ადამიანისაგან საჯარო დამცირებას!!!
aburjga
20:18 31-07-2019
0

სიახლეები პოპულარული