სერბული Playboy-ს ვარსკვლავი სორია ვუჩელიჩი, რომელიც პსჟ-ის ფორვარდის, ნეიმარის ყოფილი მეგობარი გოგონაა, საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში მოხვდა.
The Sun-ის ცნობით, მოდელმა როგორღაც მოახერხა და თავისი სუპერქარი Lamborghini აუზში ჩაძირა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ვუჩელიჩი საფრანგეთში ისვენებდა.
გოგონამ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ამოიყვანეს მანქანა აუზიდან.
სორიამ განაცხადა, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ მუხრუჭის პედლიდან ფეხი გაუცურდა.