
"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო პადლ-ჩოგბურთის თამაშის დროს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ხოლო ფოტო თავად ყოფილმა ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" განათავსა და დააწერა: "ნეტა, ოდესმე გამიჩნდება უსაფრთხოების შეგრძნება?"
![დასისხლიანებული კარლეს პუიოლი - ესპანელმა თამაშის დროს ჭრილობები მიიღო [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/577c0f5b91eacfb8762954de29828ea4.jpg)
საფეხბურთო კარიერა პუიოლმა 2014 წელს დაასრულა, იქამდე კი მხოლოდ "ბარსას" რიგებში თამაშობდა. პადლ-ჩოგბურთი კი, როგორც ჩანს, პუიოლის ახალი ჰობია. თავად აღნიშნული სპორტის სახეობა ესპანეთში ძალიან პოპულარულია.