ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?

AutoSharing Option
"ატალანტა იუნაიტედის" მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში ხელფასების სხვაობაზე ისაუბრა.

"თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, ეს სასაცილოა. ეს ისევეა, როგორც ჩოგბურთში. თუ მამაკაცთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს დაახლოებით 500-მა მილიონმა უყურა, ხოლო ქალთას - 100-მა მილიონმა, განსხვავება არის. აქაც იგივეა.

რა თქმა უნდა, საჭიროა გადაუხადონ დამსახურებისამებრ. თუ ქალთა ფეხბურთი მამაკაცთა ფეხბურთივით პოპულარული იქნება, ისინი იმდენივეს მიიღებენ, რადგან რეკლამისგან შემოსავალი ანალოგიური იქნება. თუმცა ეს ასე არაა და რატომ უნდა გადაუხადონ იმდენივე? ეს სასაცილოა. მე ეს არ მესმის.

ვფიქრობ, საზოგადოებაში
გენდერული თანასწორობის საკითხი იმის გამო წარმოიშვა, რომ ქალებს სათანადო ხელფასს არ უხდიდნენ, განსაკუთრებით, მენეჯერებს. მათ ანალოგიური გასამრჯელო უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, თუ ვთქვათ, ბანკში ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, ანაზღაურებაც თანაბარი უნდა ჰქონდეთ.

ვფიქრობ, ამან სპორტში შემოაღწია, ჩოგბურთსა და ფეხბურთში, მაგრამ აქ სხვაგვარი სიტუაციაა", - ციტირებს დე ბურს "გარდიანი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმიტომ, რომ თქვენი პლეადა ცუდ ფეხბურთს თამაშობთ.
ddgfdf
20:19 13-08-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული