ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ფეხბურთის მატჩების ტელეტრანსლაციების ჩაშლაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩემპიონთა ლიგაზე "კრასნოდარმა" სტუმრად "პორტუს" 3:2 მოუგო. უკანასკნელი დღეების საუკეთესო მატჩის ტელერეპორტაჟი ჩაიშალა. სამაგიეროდ, იყო წინასამატჩო სტუდია!
მახსენდება ისტორია - სსრკ-ში განავლისგან ხილფაფის დამზადება გადაწყვიტეს. მეცნიერები მუშაობდნენ, ცდილობდნენ. საქმე ზუსტად შუამდე მიიყვანეს: პურზე შეიძლებოდა უკვე წასმა.
ცოტა რჩებოდა!
მაგრამ შემდეგ უბედური 90-იანი წლები... ელცინი... თავად გესმით, ყველაფერი დასრულდა", - წერს უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.