"ლაციო" "გენტის თავდამსხმელ რომან იარემჩუკის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
La Lazio Siamo Noi-ს ცნობით, "ლაციო" თავდასხმის გაძლიერებას ტანმაღალი ცენტრფორვარდით აპირებს და "გენტისა" და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელ რომან იარემჩუკის სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, იარემჩუკის თამაშს ყურადღებით აკვირდება რომაული კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე.

"ლაციო" აგრეთვე ესპანელი ფერნანდო ლორენტეს კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ ის 34 წლისაა და თანაც, მისი აგენტი 4-მილიონევროიან საკომისიოს ითხოვს.

იარემჩუკმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და თუ "ლაციოში" გადავიდა, გიორგი ქვილითაიასთვის კარგი იქნება, რომელიც "გენტში" მისი კონკურენტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული