უკვე კარგა ხანია საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სამყარო სვამს კითხვას - რომელია უკეთესი ფეხბურთელი, მესი თუ რონალდო?
ამაზე პასუხი ბელგიელმა მეცნიერებმა სპეციალური პროგრამით გასცეს.
ქალაქ ლიოვენის უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამა "Vauling Actions by Estimating Probabilites", რომელიც ფეხბურთელთა ყველა მოქმედებას ითვლის: გოლებს, გადაცემებს, დარტყმებს, დრიბლინგებს და ა.შ.
მათ ამ ორი ფეხბურთელის მონაცემები 2013-18 წლების მიხედვით აიღეს და დაამუშავეს, როდესაც ისინი ლა ლიგაში თამაშობდნენ. მესიმ 1.21 ქულა მოაგროვა, რონალდომ კი - 0.61.
ამ გ
ამოკვლევას ზოგიერთი შეიძლება არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დროის ამ მონაკვეთში პრიმერაზე არგენტინელი პორტუგალიელზე ორჯერ უფრო სასარგებლო იყო.
უეფა აგვისტოს ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გამოაცხადებს და ორივე სუპერვარსკვლავი პრეტენდენტთა შორისაა.