კრიშტიანო რონალდო: მესისთან ერთად სადილობა? რატომაც არა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ტელევიზიაში (TVI)  საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად ლიონელ მესისთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ მესის კარიერით. მან განაცხადა, რომ პრობლემები ჰქონდა მას შემდეგ, რაც მე ესპანეთი დავტოვე, იმიტომ, რომ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთდაპირისპირება გვაქვს, თუმცა ასეთი რამ მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება.

მაიკლ ჯორდანს ჰყავდა ასეთი მოწინააღმდეგეები, აირტონ სენა და ალენ პროსტი ერთმანეთს ფორმულა 1-ში ეჯიბრებოდნენ. ყველა დიდ სპორტულ დაპირისპირებას ის აერთიანებს, რომ ეს ჯანსაღი პროცესია. ეჭვიც არ მეპარება, მესი მე მაძლიერებს, მე კი
მას ვაძლიერებ. როცა მე ტიტულს ვიგებ, ეს მას მატებს მოტივაციას, მისი მოგებული ჯოლდო კი - მე.

მე და ლეოს შესანიშნავი პროფესიონალური დაპირისპირება გვაქვს, რადგან 15 წლის განმავლობაში ერთი და იგივე მომენტები გამოვიარეთ. ჩვენ ერთად არასდროს გვისადილია, თუმცა მომავალში რატომაც არა? მე არანაირი პრობლემა არ მექნება", - გადმოსცემს პორტუგალიელი ვარსკვლავის სიტყვებს RMC Sport-ი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული "ოქროს ბურთი". ორივე ფეხბურთელმა ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი 5-5-ჯერ მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული