ESPN საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი რომელმაც კარიერა 2 კვირის წინ დაასრულა.
როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, სნეიდერი კარგა გვარიანად არის მომატებული და პერანგში ძლივს ეტევა.
სნეიდერის ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ არცერთმა კლუბმა არ ისურვა მასთან კონტრაქტის გაფორმება. არადა, 35 წელი თანამედროვე ფეხბურთში არაა ის ასაკი, როცა სპორტსმენები კარიერას ამთავრებენ.
სნეიდერმა ბოლო შეხვედრა 2019 წლის 10 იანვარს ჩაატარა, ფაქტობრივად, 8 თვეა უმოქმედოდ არის და ალბათ, არც ისე სპორტულ ფორმაში ყოფნა ამით არის გამოწვეული.
ჰოლანდიელი ფეხბურთელის უკანასკნელი გუნდი ყატარული "ალ გარაფა" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 22 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. სნეიდერს ეროვნულ გუნდში 134 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც თავი 31-ჯერ გამოიჩინა.