პამელასგან გარიყული - ადილ რამი "ფენერბაჰჩეში" ითამაშებს

AutoSharing Option
მცველი ადილ რამი "ფენერბაჰჩეში" გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული კლუბი "ტვიტერით" ავრცელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება ერთი წლით გაფორმდა.

33 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი "მარსელი" იყო, თუმცა კლუბმა ამ ზაფხულს რამისთან კონტრაქტი გაწყვიტა.

გასული სეზონის ბოლოს ვარჯიშის ნაცვლად რამიმ "ფორტ ბოიარდში" მიიღო მონაწილეობა, თუმცა მაშინ მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

გასულ სეზონში რამიმ 17 მატჩში ითამაშა, სადაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული