ეს უნდა ნახოთ - "როსტოვის" მცველის სასწაული მოქმედება "ლოკომოტივის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 31 აგვისტოს გაიმართა რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის შეხვედრა მოსკოვის "ლოკომოტივსა" და "როსტოვს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა- 2:1.

თუმცა, როსტოველები გამარჯვებას არა მხოლოდ უზბეკ ფორვარდ შომურუდოვს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა, არამედ თავიან მარცხენა მცველ ევგენი ჩერნოვსაც, რომელმაც მატჩის ბოლო წუთებზე ცარიელ კარში "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს გოლი ორჯერ არ გაატანინა.

პირველ შემთხვევაში ჩერნოვმა ფიოდორ სმოლოვის დარტმული ბურთი გამოიტანა ცარიელი კარიდან, ხოლო მეორე მომენტში ლუკა დორჯევიჩს არ მისცა მეკარის გარეშე დარჩენილ კარში ბურთის გატანის უფლება.

ამ გამარჯვებით "როსტოვმა" 17 ქულა
მოაგროვა და რუსეთის ჩემპიონატს ჩაუდგა სათავეში. ხოლო "ლოკომოტივი" 14 ქულით მე-4 ადგილზე. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ მცველ საბა კვირკველიას, რომელიც მოსკოველთა განაცხადში გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რუბინის მცველების "სასწაული"თამაშიც რომ გეჩვენებინათ სოჭის წინააღმდეგ გაშვებული გოლების დროს,ცუდი არ იქნებოდა
სოსო
15:59 01-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული