"მილანის" ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი "ჰერენვენში" გადავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჰალილოვიჩი ახალ კლუბში იჯარის წესით ერთი წელი გაატარებს.
გასულ სეზონში 23 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა "მილანში" 3 მატჩი ჩაატარა და იჯარით "სტანდარტში" 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.