მიშელ პლატინი: საფეხბურთო საქმიანობას იდიოტებმა ჩამომაშორეს, მე დავბრუნდები

AutoSharing Option
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ აპირებს საფეხბურთო საქმიანობას დაუბრუნდეს.

ფრანგი საფეხბურთო საქმიანობას 2019 წლის 7 ოქტომბრამდე ჩამოაშორეს.

"მე დავბრუნდები. არ ვიცი, სად და როგორ. ყოველთვის არ ვიქნები დისკვალიფიცირებული, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობას იდიოტებმა ჩამომაშორეს.

ფიფას შეთქმულებისა და შვეიცარიის პროკურატურის მსხვერპლი გავხდი. მათ შორის შეთანხმება იყო, რომლის მიზანი ჩემი მოშორება იყო, მაგრამ შვეიცარიის მთავრობა არ ვადანაშაულებ", - თქვა პლატინიმ RTS-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა პლატინიმ განაცხადა, რომ წიგნს დაწერს, სადაც საკუთარი ცხოვრების ბოლო 20 წელზე ექნება საუბარი და "ყველა სიმართლეს იტყვის".

მომზადებულია France Football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ფეხბურთელი კი იყავი მარა პრეზიდენტი და მთლად სუფთა მე არ გამიგია
თორნიკე
00:11 08-09-2019
0
კაი რა ნუ ლაპარაკობ აბსურდულ რამეს. პლატინი ევროპაში აფეუსრდულად დაადანაშაულეს? ეს ხომ გამორიცხულია და შენ თვითონაც კარგად იცი!
Geo_Dinamo
12:27 08-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული