ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსის" დატოვებასთან ახლოსაა.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ მანჯუკიჩი სხვა კლუბების ვარიანტებს განიხილავს.
მანჯუკიჩმა ყატარის "ალ გარაფაში" გადასვლა არ ისურვა, "ლოს ანჟელესის" შეთავაზებამ კი დააინტერესა.
თუ მარიო ამერიკულ კლუბში გადაბარგდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის გამო, წელს თამაშს ვერ შეძლებს.
მწვრთნელად მაურიციო სარის დანიშვნის და ფორვარდ გონსალო იგუაინის დაბრუნების შემდეგ, მარიო გუნდში ზედმეტი აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს.